აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დადგმული და რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დარტყმა შიგნიდან და მიზანმიმართულად იყო ინსცენირებული.
ანალიტიკოსების მტკიცებით, ამ მაჩვენებლებს შორისაა ის, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის თვით მოსკოვშიც, და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა შეაღწია საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენაში და კრემლის შუაგულში აფეთქდა.
კრემლის ოფიციალური განცხადებით, რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა, რომელიც უკრაინის მიერ იყო დაგეგმილი. მათი მტკიცებით, თავდასხმისთვის ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მათი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს.