უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება. ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევის მოსახლეობა დაბომბვის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში აფეთქებების ხმები დილიდან ისმის. კ
იევის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადა ოდესის, მიკოლაივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
უკრაინაში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაბომბვის გაზრდილი საფრთხე არსებობს. კერძოდ, საუბარია დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე.