პარლამენტის კენჭისყრაზე თავდაცვის კოდექსი არ გაიტანეს, რასაც შეფასება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. მათი თქმით, თავდაცვის სექტორს მუდმივი განახლება ჭირდება. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, ამის სანაცვლოდ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მათივე თქმით, თავდაცვის სექტორში მდგომარეობა სავალალოა, რაც შემდგომში საქართველოს თავდაცვისუნარიობაზეც აისახება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ ხელისუფლებას მხოლოდ იაფი მუშახელი სჭირდება.