ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ ჯეიმს აპატურაის განცხადებას, რომელშიც ის საქართველოში პოლარიზაციის დონეზე საუბრობს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალ დონეს სწორედ ხელისუფლება იწვევს. მათი თქმით, ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს კვლავ შუუძლია კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს. თუმცა ისინი აქვე აცხადებენ, რომ ამისათვის ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, პირველ რიგში კი პოლარიზაცია დაასრულოს.