22 მაისიდან მოქალაქეებს ტაქსით მგზავრობისას გადაადგილების საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, QR კოდის გამოყენებითაც შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ასევე კახა კალაძის განცხადებით აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება.