დღეს პრესის თავისუფლების დღეა. საქართველოში არსებულ მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ. განცხადებები გამოაქვეყნეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმაც. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავენ. ასევე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. რა გამოხმაურებები მოჰყვა ანგარიშებსა და დიპლომატიურ გზავნილებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.