პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატებს თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით უნდა განეხილათ. თუმცა, ამ დრომდე კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა. თავდაცვის კოდექსი მთავარი სიახლე ისაა, რომ 2025 წლიდან წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს და ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. კანონპროექტი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სივრცეს აღარ ტოვებს და ალტერნატიულ შრომით სამსახურს სასულიერო პირებიც გაივლიან. თავდაცვის კოდექსს მხარს არ უჭერს და მწვავედ აკრიტიკებს პარტია „გირჩი“. ხელისუფლების წევრებისთვის კი მათი ეს პოზიცია მიუღებელია.