33 წლის ეკატერინე (კატო) მჭედლიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას 15 წლის ასაკში იშვიათი დაავადება - ვილსონის დაავადება და ღვიძლის ციროზი დაუდგინდა. მას შემდეგ კატო ებრძვის დიაგნოზს და მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სჭირდება იმისათვის, რომ გადარჩეს და სრულიად ჯანმრთელმა განაგრძოს ცხოვრება. ღვიძლის გადანერგვა მისთვის ახლა ერთადერთი გამოსავალია, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოპერაციის თანხის -120 000 ლარის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილი კი (50 000 ლარი) პაციენტის გადასახდელია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, კატო წლებია ქორეოგრაფია და პატარებს ქართულ ცეკვას ასწავლის და აყვარებს. ერთად გადავარჩინოთ კატოს სიცოცხლე.
ანგარიშის ნომერი: GE58BG0000000546955218
მიმღები კატოს დედა: ირინე მჭედლიძე