რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ყირიმში, უკრაინის დაზვერვასთან დაკავშირებული, შვიდი ადამიანი დააკავეს. მათ8ივე ცნობით დაკავებულები დივერსიული და ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ.
რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ჯგუფის წევრები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე და სხვა სეპარატისტ ლიდერებზე თავდასხმას აპირებდნენ. „ფეესბეს“ განცხადებით, ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობლობები, რომლებიც იმ ასაფეთქებლების იდენტურია, რაც თებერვალში ყირიმში რკინიგზაზე თავდასხმისას იქნა გამოყენებული.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტერაქტების უშუალო ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან დაკავშირებული პირია. უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.