გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამინდის გაუმჯობესებაზე საუბრობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დათბება, თუმცა გამოდარება არასტაბილურია და 6-7 მაისს ისევ იწვიმებს. სინოპტიკოსის მაია ქააძის განმარტებით, მიუხედავად ამინდების მკვეთრი ცვლილებებისა, სტიური მოვლენების საშიშროებას არ უნდა ველოდოთ.