ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 50 დეპუტატის ხელმოწერა წარუდგინა. ისინი შალვა პაპუაშვილს მიმართავენ - გაგრძელდეს კომისიის შექმნისთვის საჭირო პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გეგმავს. ხელისუფლება კი პოზიციას არ იცვლის. უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, ისინი სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესაძლებლობას ოპოზიციას არ მიცემენ.