2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა წინა წლის ნიშნულთან შედარებით და ზრდამ 106% შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი 80%-იანი აღდგენა ფიქსირდება“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, იმავე პერიოდში, საქართველოს მეზობელი ქვეყნების წილმა საერთაშორისო ვიზიტორთა 65% შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენის კვალდაკვალ, 137%-იანი აღდგენაა საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლებში, 2019 წლის დონესთან შედარებით. მითითებულ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მთავარ წყაროს შემდეგი ქვეყნები წარმოადგენდა. პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორე პოზიციაზე თურქეთია, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები.
გაზრდილი ტურისტული ნაკადის რა წილი მოდის სასტუმროების დატვირთულობაზე და რამდენად მომზადებული ხვდებიან სასტუმროები ზაფხულის ტურისტულ სეზონს - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრის" სტუმარია სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი