დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას და ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია.
კალაძის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, ხოლო კიდევ 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.