ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ქვეყნის თავდაცვის ძალების განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა გამანადგურებლებმა დაჯგუფება „ჰამასის“ კუთვნილ სამხედრო პოსტს, იარაღის საცავს, იარაღის წარმოების ობიექტებსა და საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და დაღუპულა. ღაზას სექტორიდან რაკეტები მას შემდეგ ისროლეს, რაც ისლამური ჯიჰადის ლიდერი, ხადერ ადნანი, რომელიც სასამართლოს ელოდებოდა, პატიმრობაში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.
პალესტინის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.