სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანგილაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 850,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სოფლის განვითარების სააგენტო სესხის 11 % -ს აფინანსებს. მეურნეობაში, წლიურად, 300 ტონამდე მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაიცა 143 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 23,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონს, სასათბურე მეურნეობების განვითარების მიზნობრიობით 153 ბენეფიციარზე გაცემულია 13,9 მლნ ლარის ღირებულების 198 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აღემატება.