რუსული ძალები წუხელ უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131-ის 26 დრონით დაესხნენ თავს, აქედან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ირანული „კამიკაძე დრონები“ ჩრდილოეთის მიმართულებიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.
ცნობისათვის, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.