საქართველოს ნაკრებისა 22 წლის მეკარე ესპანური „ვალენსიას“ შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც 50 შეხვედრა ჩაატარა. ეს ამბავი ესპანურ მედიას არ გამორჩენია და ცნობილმა სპორტულმა გამოცემა AS-მა გიორგის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.
„გიორგი მამარდაშვილისთვის ლა ლიგაში საიუბილეო კადისთან თამაში გამოდგა. ვალენსიას 104-წლიან ისტორიაში 50-მატჩიანი ნიშნულისთვის 22 გოლკიპერს მიუღწევია, თუმცა, არცერთს იმ ასაკში, რომელშიც ეს ქართველმა კარის დარაჯმა მოახერხა. როდესაც გასულ ტურში მამარდაშვილმა აღნიშნული მიღწევა დააფიქსირა, 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის გახლდათ.
ცნობილია, რომ მეკარის პოზიცია მაინც სპეციფიკურია, რადგანაც მწვრთნელებს უფრო გამოცდილი ფეხბურთელების მოსწონთ, ახალგაზრდებს კი მოცდა უწევთ და საკუთარ შანსს ელიან. მომავალ ტურში, როდესაც ვალენსია ვილიარეალს შეხვდება, მამარდაშვილს ლა ლიგაში 51 მატჩი მოუგროვდება და ამით “ღამურების” წინა მეკარეს – იასპერ სილესენს გაუთანაბრდება, შემდეგ კი უკვე ტიმორი მოდის 52 თამაშით. ამ მხრივ აშკარა ლიდერი ვალენსიას ლეგენდარული გოლკიპერი სანტიაგო კანისარესია 305 მატჩით და უდავოა, რომ ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ქართველ მეკარეს კარგი შანსი ექნებოდა, მისი რეკორდი დაემხო, თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ ეს ასე არ მოხდება.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ იჯარის წესით შეუერთდა და იმავე სეზონში „ღამურებმა“ ის გამოისყიდეს. ხოლო 1 წლის შემდეგ მამარდაშვილმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ, მისი შეძენა სხვა გუნდებს უფრო ნაკლები თანხის სანაცვლოდაც შეეძლებათ. „ვალენსია“ მიმდიანრე სეზონში არასტაბილურად გამოიყურება, რუხენ ბარახას გუნდი 32 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-17 ადგილზეა. „ღამურებს“ დარჩენილ 6 ტურში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.