ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ თანაქალაქელ „ჩელსის“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით დაამარცხა.
„მეთოფეები“ უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე ფლობდნენ და უმეტეს დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, ფრენკ ლამპარდის გუნდი კი მხოლოდ თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული, საბოლოოდ ანგარიში „არსენალის“ კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა ჯაკას გადაცემის შემდეგ გახსნა, მე-18 წუთზე ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა უძლიერესი დარტყმით კეპას შანსი არ დაუტოვა. იდენტური შეტევის, შემდეგ 31-ე წუთზე ოდეგორმა კლავ ჯაკას გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა, რამაც „ჩელსის“ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. სამ წუთში თავი კიდე ერთმა „არსენალის“ ფეხბურთელმა გამოიჩინა, გაბრიელ ჟესუსმა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და თავისი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა. მეორე ნახევარში „ჩელსიმ“ შედარებით კარგად დაიწყო და რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელა, თუმცა კარისკენ დარტყმას ვერ ახერხებდნენ, „არსენალს“ კი მეოთხე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ტიაგო სილვამ თავისი გუნდი გადაარჩინა. 64-ე წუთზე კოვაჩიჩის კარგი გადაცემის შემდეგ, ნონი მადუეკემ რამსდეილის კარის აღება მაინც მოახერხა და სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ ორივე გუნდს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ შეხვედრა „არსენალის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ლონდონის „არსენალს“ 34 ტურის შემდეგ 78 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ადგილოსან „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. „არსენალი შემდეგ შეხვედრას 7 აპრილს სტუმრად „ნიუკასლის“ წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება „ჩელსის“, ლამპარდის გუნდი 33 შეხვედრის შემდეგ 39 ქულით მე-12 ადგილზეა. მათი შემდეგი მეტოქე კი შინ „ბორმუთი“ იქნება.