ოპოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი გუნდი საკითხისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას გააგრძელებს. ქართული ოცნება კი ოპოზიციას რეგლამენტის არცოდნასა და მიზანმიმართულ საბოტაჟში ადანაშაულებს.