ბუკინგემის სასახლესთან მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები დაყარა. BBC-ის ინფორმაციით, მამაკაცი იარაღის ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევას ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმედ არ განიხილავს.
ცნობილია, რომ თოფის ვაზნები ამოღებულია და ნივთმტკიცებებს სპეციალისტები ექსპერტიზას ჩაუტარებენ. სამართალდამცავების განცხადებითვე, მამაკაცს ჩხრეკისას დანა აღმოაჩნდა, მაგრამ მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.