ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ბახმუტისა და მარინკასთვის გრძელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესის ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში S-300 ტიპის რაკეტებით დარტყმა დაფიქსირდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.