რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიის ვოლნას დასახლებაში, ყირიმის ხიდთან ახლოს, ნავთობის საცავი იწვის.
კრასნოდარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ვოლნას დასახლებაში ცეცხლი ცეცხლი ნავთობპროდუქტების ავზს გაუჩნდა. მისივე თქმით, ხანძარს სირთულის უმაღლესი ხარისხი მიენიჭა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
გუბერნატორის მიერ, ტელეგრამ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს საფრთხეს არ უქმნის.