თელავის ისტორიულ მუზეუმში ებრაელი ხელოვანის, პატრიცია დელონის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. თვითნასწავლმა მხატვარმა ექსპოზიციაზე ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობის პატივსაცემად, სიმბოლურად 26 ფერწერული ტილო გამოფინა. რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თბილისიდან ჩასული სტუმრები და რიგითი თელაველები დაესწრნენ.
პატრიცია დელონი 6 პოეტური წიგნის ავტორია. ექსპოზიციაზე წაიკითხეს ლექსებიც. ხელოვანმა ქალბატონმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსების კრებულები უსახსოვრა. ერეკლე მეორის სახლმუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებულ საექსპოზიციო სივრცეში პატრიცია დელონის ფერწერული ტილოების გამოფენა 16 მაისამდე გაგრძელდება.