"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ქოლ-ცენტრები" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები.სწორედ ამ საკითხს ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ოფისში ჩატარებული ბრიფინგი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები "ქოლ-ცენტრების" მფარველების გამოაშკარავებას და დაკავებას ითხოვენ.
საკითხს ასევე გამოეხმაურნენ ოპოზიციის სხვა წარტმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ის ოპოზიციას კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ართმევს, ასევე საგამოძიებო კომისიის არ შექმნით ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას ხელს უშლის.
ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო დანაშაულის გაგრძელებას წინ აღუდგეს.