პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერები წარმოადგინა. მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა არ შედგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს იყო უმრავლესობის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნება“ ამ არგუმენტს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყველაფერი რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები კი არ აპირებენ დანებებას. ისინი მზად არიან, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რიტორიკის გაგრძელების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.