თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ყოფილმა გამომძიებელმა თვითმკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მიცემული ინტერვიუ დაადასტურა. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, გამომძიებელ შუბითიძეს ბაჩალიაშვილის ტელეფონთან წვდომა არ ჰქონია და მას შესაბამის შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებენ თუ არა ყოფილ გამომძიებელს კიდევ ერთ დაკითხვაზე.