გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემიდან 3 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა - Palitra News

გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემიდან 3 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა

2023-05-02 20:18:00+04:00

გაბონის ტერიტორიულ წყლებში მდგომი გემიდან სამი მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. მატი ცნობით სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.