„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ე.წ თაღლითური "ქოლ - ცენტრები" იღებენ მითითებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები. ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ოფისში პარტიის წევრებმა - ვასო ურუშაძემ და ლაშა ტყეშელაძემ ბრიფინგი გამართეს. ისინი ტრანსნაციონალური დანაშაულის, ე.წ თაღლითური "ქოლ - ცენტრების" მფარველების გამოაშკარავებას და დაკავებას ითხოვენ.