სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ახალგაზრდებმა ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ღონისძიების მიზანი თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდაა