დბენდ Fugees-ის წევრი პრაკაზრელ სემუელ მიშელი, იგივე პრასი პოლიტიკური შეთქმულების საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მიშელი სასამართლომ ფულის გათეთრებაში ცნო დამნაშავედ. გათეთრების სქემას ხელმძღვანელობდა, ამჟამად მიმალვაში მყოფი, მალაიზიელი ფინანსისტი ჯო ლოუ. ფულის გათეთრება 2012 წლის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში გადარიცხვით ხდებოდა.
მიშელს ასევე ბრალი ედება იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების შეჩერებასა და ტრამპის ადმინისტრაციის დროს ჩინეთიდან ლოუს ექსტრადიციისთვის ხელის შეშლაში.
ვაშინგტონის ოლქის სასამართლომ მიშელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მუსიკოსს ბრალი ედება პოლიტიკურ შეთქმულებაში, ფულის გათეთრებასა და უცხო ქვეყნის აგენტობაში.