ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებით ორზოლიანი გზა აშენდება. საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.