სერგო შუბითიძე ჩვენებას გამოძიებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სატელევიზიო ინტერვიუზე დაყრდნობით, უკვე დაიწყო გამოძიება მტკიცებულებების შესაძლო გაყალბების საქმეზე.