NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვა. ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა SOVA ავრცელებს. ვიზიტის თარიღი უცნობია. გამოცემის ცნობით, აპატურაის ვიზიტისას აქცენტი NATO-ს პროგრამაზე გაკეთდება, რომელიც ალიანსისა და მისი პარტნიორი ქვეყნების დიალოგისთვის შეიქმნა.