ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ბელარუსის მედია წერს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის გარშემო ვითარება რთულია და მთავრობას საზღვარზე სერიოზული ზომების მიღება დაავალა, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის დივერსანტის ქვეყანაში შესვლა.
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბელარუსის ირგვლივ ვითარების მნიშვნელოვანი გამწვავებაა მოსალოდნელი.