მარნეულის მუნიციპალიტეტში, პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა. ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი „ტექგოგო“ ,სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. საწარმოს გახსნის ღონისძიება მარნეულის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა.