საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით დედაქალაქის მერმა მიმართა. კახა კალაძემ ღონისძიების და ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.