"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშილისთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი პოლიტიკური გახილვის საგანია. ხელისუფლების ლიდერების განცადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკში, თანხის განკარგვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რაც არაფორმალური სანქციის ტოლფასია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სწორედ სანქცირების პოლიტიკა არის ერთ-ერთი გზა ქვეყანაში არსებული პრობლემის გადასაჭრელად.