საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი პლენარული სხდომა სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ ვერ მოხვდა კენჭსაყრელ საკითხთა სიაში სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. სხდომაზე დეპუტატებმა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.