თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქმის პირველი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელმაც ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გამოძიების საეჭვო ფაქტებზე ისაუბრა. მან ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით მოითხოვა. პარალელურად, გენერალურ პროკურატურასთან მისვლას აპირებენ გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის წევრები და ადვოკატები. მათი მოთხოვნაა, გამოძიება თავიდან დაიწყოს.