ლარის გამყარებამ უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, როგორ თმობს დოლარი პოზიციებს ჩვენს ეროვნულ ვალუტასთან. ლარი-დოლარის ასეთი გაცვლითი კურსი საქართველოში ბოლოს 2018 წლის წაფხულში იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურისტული სეზონი წინ არის, როცა სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში წესით იზრდება, ეს ამყარებს მოლოდინებს, რომ ლარმა შესაძლოა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს.
პოზიტიურ მოლოდინებს უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესებიც ამძაფრებს, მომავალი წელი წინასაარჩევნოა და ნებისმიერმა ხელისუფალმა იცის, რომ ამომრჩევლის გულის მოგების გზა, მათ შორი ლარის კურსზეც გადის.
ემთხვევა თუ არა მოსახლეობის განწყობები და მოლოდინები ექსპერტულს და როდის დგება ლარის ყიდვის ცუდი და კარგი სეზონი? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "თიბისის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია