წელს სამ თვეში, ცქრიალა ღვინის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ვნახოთ სად გადის შამპანური საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან მილიონ 483 ათასი დოლარის ღირებულების შამპანური გავიდა. 2022 წლის 3 თვეში კი ეს მაჩვენებელი 500 ათას დოლარსაც ვერ აღწევდა. შესაბამისად, ზრდამ 214% შეადგინა.
წელს ცქრიალა ღვინო ყველაზე რაოდენობით რუსეთში გაიტანეს - მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების. 208 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა უკრაინაში, შედარებით მცირე რაოდენობით შამპანური გაიტანეს ბელორუსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უზბეკეთში, სომხეთში, ლატვიასა და ჩინეთში.
ცნობისთვის, საქართველო რუსეთში ნატურალური ღვინის მეორე მიმწოდებელი გახდა, რაც გადახდის სირთულეების არარსებობამ და მარტივმა ლოგისტიკამ განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს. ბაზრის მონაწილეთა მონაცემებით, პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში ღვინის მიწოდება, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 49%-ით, 13,1 მლნ ლიტრამდე გაიზარდა, რის შედეგადაც საქართველომ მეორე ადგილზე ესპანეთი ჩაანაცვლა და იმპორტის ლიდერ იტალიას მიუახლოვდა.