ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია. სამმხრივ შეხვედრამდე ბლინკენმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა.