მას შემდეგ რაც პარლამენტის კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არ მოხვდა, ოპოზიცია სამომავლო გეგმაზე ალაპარაკდა. საპარალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ რომ ქართული ოცნება მზად არის საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციისთვის, რათა სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარონ.