თბილისში ვიზიტად მყოფი გაერო-ს ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები უწყების კონცეფციას და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სტუმრები საქართველოში 5 მაისის ჩათვლით დარჩებიან. შეხვედრები ტარდება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.