გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი პროკურატურაშია დაბარებული. სერგო შუბითიძისთვის, ისევე როგორც გარდაცვლილის ოჯახისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია. ის ფიქრობს, რომ საქმე გაყალბდა. შუბითიძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ 14:00 საათზე უნდა მივიდეს.