31 წლის ქართველი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება. ბოლოს ბასილაშვილი მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო რაუნდზე გამოვიდა, სადაც შეხვედრა ბრაზილიელ ჩოგბურთელთან 4:6; 6:1; 1:6 დათმო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ზედიზედ 5 მარცხი მოუგროვდა, რაც მის კარიერაში ერთ-ერთი ცუდი შედეგია. ის ამ მომენტისთვის ჩოგბურთის ასოციაციის რეიტინგში 138-ე ადგილზეა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ბასილაშვილი ამჯერად იტალიაში სარდინიის ღია პირველობაზე გამოვა, რომლის საპრიზო ფონდიც 200 ათასი ევროა. ნიკას მეტოქე პირველ რაუნდში 27 წლის ავსტრალიელი თანასი კოკინაკი იქნება. თუ მასილაშვილი შეძლებს და პირველ რაუნდს წარმატებით გაივლის ის იტალიელი ჩოგბურთელების მარკო ჩეკინატოსა და ფრანჩესკო პასაროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.