თეთრმა სახლმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, დამატებით იარაღთან ერთად ვაშინგტონი მზად არის კიევს არმიის საბრძოლოდ მომზადებაშიც დაეხმაროს. უკრაინაში კი რუსეთის აგრესია გრძელდება. მსხვერპლი მოჰყვა დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ პავლოგადზე ოკუპანტების სარაკეტო იერიშს - დაღუპულია 2 და დაშავდა 40 ადამიანი. დაზიანებულია ათობით შენობა.