შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაერო-ში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე.