საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც. მან კიდევ ერთხელ განმარტა სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის მოთხოვნასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია და აღნიშნა, რომ "რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალებას" არ მისცემენ. მდინარაძემ ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.