„ქართული ოცნება“ დღეს სწორედ ევროპელი პენსიონრების ფულით ფინანსდება და ამის გამო ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მართვის ქვეშ არსებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, ხელს ითბობს რუსეთთან კონტრაბანდაზე, აზიანებს საქართველოს იმიჯს და ევროპულ პერსპექტივას.
„როცა ოპოზიცია არის ერთიანი კონკრეტულ საკითხებში მყისიერად ხდება გადწყვეტილებების ისე წაყვანა, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება. ძალიან საინტერესოა საგამოძიებო კომისია ქოლცენტრებთან დაკავშირებით, რაზეც ყელმოღერებით საუბრობდა უმრავლესობის წევრები და ადანაშაულებდნენ კეზერაშვილს და სხვებს და საბოლოო ჯამში ამ კომისიის შექმნაც არ უნდათ, რადგან თვითონ აქვთ ხელი გასვრილი ევროპელი პოენსიონერების ძარცვაში. ევროპელი პენსიონრების მძარცველები არიან „ქართული ოცნება“ და მათი მაღალჩინოსნები. „ქართული ოცნება“ დღეს სწორედ ევროპელი პენსიონრების ფულით ფინანსდება და ამის გამო ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიას. ამ ნაბიჯით ღიად და დაუფარავად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მე ვძარცვავ ევროპელ პენსიონრებსო.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ბოლომდე ჩამოვხსნათ ფარდა „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მართვის ქვეშ არსებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, ხელს ითბობს რუსეთთან კონტრაბანდაზე, აზიანებს საქართველოს იმიჯს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. თუ მართალია „ქართული ოცნება“ ადგებოდა და შექმნიდა ამ საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას აჩვენებდა ვინ ძარცვავს ევროპელ პენსიონრებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ ფინანსდება ამ ნაძაცვი ფულით, წინააღმდეგები არიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.